პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი:„პატრიოტთა ალიანსს“ სია არ გაუუქმებია, შესაბამისად, სიაში შემდეგი ვინც არის, მათ პარლამენტში შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ

Nusagi

„პატრიოტთა ალიანსს“ სია არ გაუუქმებია, შესაბამისად, სიაში შემდეგი ვინც არის, მათ პარლამენტში შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ და ამის შესახებ განცხადებებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის თუ არა, რამდენიმე თვის წინ აკეთებდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში არაადეკვატურია დასჯაზე საუბარი.

„არანაირი პროცედურული დარღვევა არ ყოფილა და საერთოდ არ მესმის, რა პრეტენზია აქვთ. შემოვიდნენ, მანდატების გაუქმება ითხოვეს და მიიღეს ის, რაც ითხოვეს. სია არ გაუუქმებიათ, შესაბამისად, სიაში შემდეგი ვინც არის, მათ პარლამენტში შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ და ამის შესახებ განცხადებებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის თუ არა, რამდენიმე თვის წინ აკეთებდნენ. თებერვლამდე გადაწყვეტილებები არ არის მიღებული სხვა პარტიებთან და დეპუტატებთან დაკავშირებით მანდატის შეჩერებაზე. რაც შეეხება „პატრიოტთა“ ალიანსის საკითხის განხილვას, ეს შემოსული განცხადების საფუძველზე მოხდა. არის პროცედურული საკითხები და მივყვებით ამ საკითხებს. ამ ვითარებაში არაადეკვატურია დასჯაზე საუბარი. სასჯელი მაშინ გამოუტანეს თავიანთ თავს, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმში შევიდნენ მაშინ, როდესაც ეს დესტრუქცია-დესტაბილიზაცია თავადაც კარგად იციან, ვის აწყობს დღეს კავკასიაში და მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,946 ნახვა
%d bloggers like this: