პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის

Nusagi

ირაკლი ბერაიამ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს ქმედებები დესტრუქციულია და საქართველოს ამოცანაა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით რუსეთზე ზეწოლის გაზარდოს.

„ზოგადად, რუსეთის ნაბიჯები არის პროვოკაციული, როგორც მისი განცხადებები და ქმედებები. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევითა და შემდგომი კონსოლიდაციის გზით. იმისთვის, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საერთაშორისო სამართლით აღებული და ნაკისრი ვალდებულება. რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროატლანტიკის უსაფრთხოებას. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთავარი მიზნებისა და ამოცანების გარშემო ერთობლივად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბერაიამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,079 ნახვა
%d bloggers like this: