პოლიტიკა

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გვაძლევს ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი

Nusagi

გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. შესაბამისი გზავნილი პრემიერ-მინისტრის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,244 ნახვა
%d bloggers like this: