საზოგადოება

სადაზღვევო ინდუსტრიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან პრემიის სახით 513,4 მილიონი ლარი მოიზიდა

Nusagi

2020 წლის 9 თვეში, სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 513,4 მილიონი ლარი შეადგინა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 129,7 მილიონი ლარით განისაზღვრა, წმინდა მოგება კი 44,3 მილიონი ლარით.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი – მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,661 ნახვა
%d bloggers like this: