უცხოური მედია

80 წლის ნენსი პელოსი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი მეოთხედ გახდა

Nusagi

დემოკრატიული პარტიის წევრი ნენსი პელოსი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს. ამის შესახებ New York Times იუწყება.

პალოსს ხმა მისცა 216-მა წევრმა. მეორე კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, კევინ მაკარტიმ 209 ხმა დააგროვა. მას გამონაკლისის გარეშე, ყველა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. მაგრამ დემოკრატებს წარმომადგენლობით პალატაში მეტი ხმა აქვთ.

80 წლის პელოსი ერთადერთი ქალია, რომელიც ოდესმე ყოფილა ქვედა პალატის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე ის 2007, 2009 და 2019 წლებში.

ბოლო ვადის პერიოდში პელოსი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. კერძოს, 2019 წელის შემოდგომაზე მან ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტს ბრალი დასდეს საკუთარი ინტერესებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, მაგრამ სენატმა ტრამპი გაამართლა. 

ამის შემდეგ ტრამპი კონგრესში ყოველწლიურ მიმართვას აკეთებდა „ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე“. გამოსვლის წინ მან პელოსს ხელი არ ჩამოართვა. ტრამპის გამოსვლის შემდეგ კი, პელოსმა პრეზიდენტის გამოსვლის კოპიო დემონსტრაციულად გადახია. 

წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ქვეყანაში მნიშვნელობით მესამე ადამიანია პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,671 ნახვა
%d bloggers like this: