საზოგადოება

ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება

Nusagi

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში.

200 ლარი იანვრის თვეში ჩაერიცხება მხოლოდ იმ დასაქმებულებს, რომლებმაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგეს სამსახური ან ვერ იღებენ ხელფასს.

„კომპენსაციის მისაღებად იმ დასაქმებულის, რომელიც უმუშევარი დარჩა, მონაცემებს შემოსავლების სამსახურში აგზავნის შესაბამისი ორგანიზაციის ბუღალტერი და უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს რაიმე დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის ან აპლიკაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ“, – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

ჯერჯერობით გაურკვეველია მიიღებენ თუ არა კომპენსაციას ის დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური 2020 წლის 28 ნოემბრამდე დაკარგეს და დღემდე არ მუშაობენ. ამ კატეგორიის უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს კომპენსაცია 2020 წელს 6 თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არსებული შეზღუდვების გამო იანვარში უმუშევრები დარჩნენ, მათთვის ამ ეტაპზე რაიმე კომპენსაციის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე [2020 წელს] კომპენსაცია 162 275 -მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 131 197 200 ლარია.

2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება ასევე გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,193 ნახვა
%d bloggers like this: