სპორტი

ჟორჟ მიქაუტაძე 2020 წლის წარმატებული ფრანგი ფორვარდების ათეულში მოხვდა

Nusagi

ჟორჟ მიქაუტაძე 2020 წლის ყველაზე წარმატებული ფრანგი ფორვარდების ათეულში მოხვდა. გამოცემა „90 წუთის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ქართული წარმოშობის 20 წლის თავდამსხმელი მეათე ადგილზეა.

ლიონში დაბადებული ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები „მეცს“ ეკუთვნის და ის ახლა ბელგიის პროქსიმუს ლიგის „სერენში“ იჯარით თამაშობს.

მიქაუტაძის ანგარიშზე 14 ტურში 16 გოლია და გათამაშების ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ფრანგი ფორვარდების ტოპ-ათეულის ლიდერი ბაფეტიმბი გომისია, რომელიც „ალ ჰილალში“ გამოდის.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,054 ნახვა
%d bloggers like this: