ბიზნესი

„რენკო მილანო“ მამაკაცებს დიდი ზომის ტანსაცმლის პრობლემას მოუხსნის-თეო ჯაოშვილი

Nusagi

იტალიურმა ბრენდმა „რენკო მილანომ“, რომელიც მამაკაცის ტანსაცმლის მხოლოდ დიდ ზომებს აწარმოებს, საქართველოში დაიწყო ფუნქციონირება.  მომხმარებლები, რომლებსაც დიდი ზომის ტანსაცმლის შერჩევის პრობლემა ჰქონდათ, ამიერიდან სასურველი ზომის შეძენას „რენკო მილანოს“ მაღაზიაში შეძლებენ.

ინფო ფოსტალიონი” ,,რენკო მილანო”-ს პიარ მენეჯერს, თეო ჯაოშვილს დაუკავშირდა და გაესაუბრა. როგორც მან გვითხრა, აღნიშნულ ბრენდს დიდი ისტორია აქვს და მსოფლიო ბაზარზე უკვე 92 წელია წარმატებით მოღვაწეობს.

-ეს არის უდიდესი ისტორიის ბრენდი, რომელიც იტალიაში, ქალაქ მილანში 1926 წელს დაიბადა. ამ დროისათვის კი, გარდა იტალიისა, წარმოდგენილია ამერიკის, რუსეთისა და უკვე საქართველოს ბაზარზეც.  ჩამოთვლილ ქვეყნებში მას უკვე განსაკუთრებული ნიშა უჭირავს და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც წარმატებით დაიმკვიდრებს თავს.

-დიდი ზომის ტანსაცმლის შეძენა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. რას სთავაზობს ბრენდი მომხმარებელს?

-ბრენდი დაარსების დღიდან მხოლოდ იტალიურ, განსაკუთრებულ ხარისხს და 100%-ით ნატურალურ ქსოვილებს იყენებს. ჩვენ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ამ ეტაპზე, ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (2 XL-დან 8 XL-მდე ) და ამავდროულად საუკეთესო ხარისხს სთავაზობს მამაკაცებს.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გვაქვს ადგილზე მიტანის მოსახერხებელი და მოქნილი სერვსი. მომხმარებელი ამოირჩევს სამოსს და მოვემსახურებით ადგილზე მიტანით. თუკი მისთვის ზომაში იქნება სხვობა, გადავუცვლით ადგილზე სასურველ ზომებში.

დიდი ზომის ტანსაცმლის შოვნა, პრაქტიკულად შეუძლებელი და დიდი პრობლემა იყო ქართველი მომხმარებლებისთვის და ეს ბაზრის კვლევამაც აჩვენა. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ კვლევა, გარკვეული გამოკითხვა, და შეიძლება ითქვას, შედეგმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ძალიან სასიამოვნოა, როცა მომხმარებლისგან გვესმის, თუ რამხელა პრობლემა მოეხსნათ მათ, „რენკოს“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლით და ასეთი მომხმარებელი არც თუ ისე ცოტა გვყავს, მიუხედავად ჩვენი ბაზარზე არსებობის მოკლე პერიოდისა.

ბრენდი ძირითადად კლასიკურ სამოსს ქმნის, მაგრამ ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ერთგვარი მიქსი კლასიკისა და ყოველდღიურობის.  მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც კლასიკური სმოკინგი, პერანგი თუ პიჯაკები, ასევე მაისურები, ჯინსები, ქურთუკები და სხვადასხვა აქსესუარები.

-ვისი იდეა იყო ამ ბრენდის შემოტანა საქართველოში და სად  მდებარეობს  „რენკო მილანოს” მაღაზია ?

-მაღაზიის მისამართია ჭავჭავაძის გამზირი #40. იდეა ეკუთვნის ბატ. ვახტანგ ფხაკაძეს და ბატ. ამირან ჟღენტს. ბატონი ვახტანგი ,,ივ როშეს”, ,,ლუტეცია ჯგუფი”-ს ,,არომატეკას”, „მაკის“, „კალცედონიასა“ და „ინტიმისიმის“ დამფუძნებელია. ის უკვე დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობდა ბიზნესში, იყო მუდმივად სიახლის ძიებაში და მუდმივად ცდილობდა განსხვავებულისა და საინტერესო იდეის განვითარებას, როგორც ეს იყო თავის დროზე, მაგრამ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი ვახტანგი, სამწუხაროდ ახლახანს, კოვიდ ვირუსით გარდაიცვალა, ხოლო ბატონი ამირანი კი, თავდაუზოგავად შრომობს მისი და მისი უახლოესი მეგობრის ერთობლივად დაწყებული საქმის წარმატებისთვის…..

საქმე კი აუცილებლად გაგრძელდება და მთელი გუნდი ვეცდებით, მივანიჭოთ ყველა მომხმარებელს დიდი სიამოვნება და ბიზნესი იყოს ისეთივე წარმატებული, როგორც ეს ბატონი ვახტანგის სიცოცხლეში იქნებოდა, როგორც ეს მას გაუხარდებოდა…..

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,662 ნახვა
%d bloggers like this: