მედიცინა

შეზღუდვების შემსუბუქებამდე დარჩენილი 2 კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ 2 კვირას

Nusagi

ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც 16 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ დაანონსდა, ძალაში რჩება, თუმცა უნდა გავიაროთ მანამდე ორი კვირა,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

„თუკი გამოვლინდება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქებამ კვლავ გამოიწვია შემთხვევების მატება, თუ ისევ მივაღწიეთ  იმ კრიტიკულ რაოდენობას, რომ საავადმყოფოები გადაიტვირთება და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჯანდაცვისთვის, რა თქმა უნდა, საბჭო კვლავ იმსჯელებს შეზღუდვების გაგრძელების შესახებ, მანამდე უნდა დავაკვირდეთ ამ ორ კვირას“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, შობის დღესასწაულს უკავშირდება ხალხმრავლობა ეკლესიაში და სტუმრიანობა.

„მოსახლეობას ვურჩევთ, არ დაივიწყონ პირადი უსაფრთხოების წესები და მოერიდონ სტუმრიანობას. უნდა მოხდეს იდენტიფიცირება იმ სასულიერო პირების, რომლებსაც სავარაუდოდ აქვთ ინფექცია, რათა ამ პირმა იმ კონკრეტულ დღეს მსახურებაში არ მიიღოს მონაწილეობა“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,827 ნახვა
%d bloggers like this: