უცხოური მედია

აშშ-ში ფარმაცევტი, რომელმაც ვაქცინები გაანადგურა, აცხადებს, რომ დნმ-ს მუტაციისგან ადამიანების „გადარჩენა“ უნდოდა

epa08908584 Los Angeles Fire Department (LAFD) personnel receive the Moderna COVID-19 vaccination at LAFD Station 4 in Los Angeles, California, USA, 28 December 2020. Mayor of Los Angeles Eric Garcetti and Ralph M. Terrazas, Fire Chief of the Los Angeles Fire Department, were there to observe the rollout of the vaccination program. EPA/Gary Coronado / POOL
Nusagi

ვისკონსინის შტატში, სამედიცინო ცენტრ Aurora Health Care -ის ფარმაცევტმა, სტივენ ბრანდერბურგმა განზრახ გააფუჭა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 დოზა.

როგორც მან სამართალდამცველებთან აღიარა, სჯერა, რომ პრეპარატი ადამიანებში დნმ-ის მუტაციას იწვევს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბრანდენბურგს ბრალი ედება 57 ამპულის (570 დოზა) Moderna-ს ვაქცინის წინასწარი განზრახვით გაფუჭებაში. პრეპარატი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. იცოდა რა ეს, ფარმაცევტმა ამპულები გამოიღო მაცივრიდან და ორ დღე-ღამით გარეთ დატოვა.

ბრანდერბურგმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ეს სპეციალურად ჩაიდინა. მისი თქმით, Moderna-ს და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებს, რომელიც რნმ-ის ბაზაზეა შექმნილი, შეუძლია ადამიანის დნმ-ის მუტაცია, თუმცა მედიკოსები აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელია.

ბრანდენბურგი იანვრის დასაწყისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ათეულობით ადამიანი გაფუჭებული პრეპარატით აიცრა. მატერიალურმა ზარალმა კი,  $8 000-დან  $11 000-მდე შეადგინა. 

ახლა Moderna-ს სპეციალისტები არკვევენ, შეინარჩუნა თუ არა გამდნარმა ვაქცინამ თავისი თვისებები. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ვინც ამ ვაქცინებით აცრეს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,013 ნახვა
%d bloggers like this: