აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მაიკ პენსს მოუწოდებს, თაღლითური გზით არჩეული საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმები არ დაამტკიცოს.
„შტატებს თავიანთი ხმების შესწორება სურთ, ვინაიდან ახლა იციან, რომ ეს ხმები დარღვევებსა და თაღლითობას ეფუძნება. ამასთან, კორუფციული პროცესი საკანონმდებლო გზით არასდროს დამტკიცებულა. ერთადერთი, რაც მაიკ პენსმა უნდა გააკეთოს, ამ ხმების უკან შტატებში დაბრუნებაა და ჩვენ გავიმარჯვებთ. გააკეთე ეს, მაიკ! ახლა განსაკუთრებული სიმამაცის დროა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
Facebook Comments