ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: ტაძრებში გამოიყენეთ ნიღაბი და დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია

Nusagi

დღეს საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ინფექციის პრევენციისთვის უნდა შესრულდეს, ესაა ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანციის დაცვა 2 მეტრის მოშორებით, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღეს დიდი დღესასწაულია, ყველა ველოდებით ამ დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა იმისთვის, რომ ინფექცია არ შეგვხვდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და სხვა დღესასწაულების დროს ჰიგიენის წესებსა და დისტანციას ეკლესიებშიც იცავდნენ. „ეს წესები იქნება ძალაში საეკლესიო მსახურების დროსაც“, – აღნიშნა გაბუნიამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,021 ნახვა
%d bloggers like this: