მედიცინა

ნიღაბი თქვენ არ გინდათ, დისტანცია თქვენ არ გინდათ, ვაქცინა თქვენ არ გინდათ, რეანიმაციაში შველა ხომ გინდათ?

Nusagi

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში ანტივაქსერების სერიოზული მობილიზება შეინიშნება.

“სერიოზული მობილიზება შეინიშნება ანტივაქსერების! იმდენი დეზინფორმაცია დუღს უკვე, პასუხის გაცემაც შეუძლებელია!

წარმომიდგენია, თუ გვეღისა ის, დალოცვილი, რა ამბავი ატყდება! მოკლედ, პანდემიის დასწყისშიც ვწერდი, ახლაც დავწერ- შეგიძლიათ სია შეადგინოთ, ვისაც არ გსურთ ვაქცინაცია, არამხოლოდ კოვიდის, არამედ, საერთოდ!

შემდეგ კი, წარუდგინოთ სახელმწიფოს, რომ დაავადების შემთხვევაში უარს აცხადებთ სახელმწიფოს მიერ დახმარების აღმოჩენაზეც! რომ არ გესაჭიროებათ ექიმი, კლინიკა და წამალი!

არ გადაგვაყოლეს თავიანთ მითებს და ლეგენდებს?! ნიღაბი თქვენ არ გინდათ, დისტანცია თქვენ არ გინდათ, ვაქცინა თქვენ არ გინდათ?! არ გინდათ და ნუ გინდათ! მერე რეანიმაციაში, მომაკვდავებს ხომ გინდათ შველა? ის ექიმებიც ხომ გინდათ, დღეს რომ წყევლით, ცილს სწამებთ და მიწაში დებთ?!

ჩამოყალიბდით, რა გინდათ საერთოდ!”,-წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,083 ნახვა
%d bloggers like this: