მეცნიერება

რუსეთში კორონავირუსის „ანტიდოტის“ შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდა

Nusagi

ვირუს sars-cov-2-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლის ცდებმაც რუსეთის სამედიცინო ბიოლოგიურ სააგენტოში (ФМБА ) წარმატებით ჩაიარა, შესაძლოა, გახდეს მსოფლიოში პირველი წამალი, რომელიც კორონავირუსის ინფექციის სამკურნალო იქნება,-ამის შესახებ ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ФМБА-ს ხელმძღვანელმა, ვერონიკა სკვორცოვამ პრემიერ მიშუსტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  რუსეთში შემუშავდა და დაპატენტდა ორი სახის პრეპარატი. შეხვედრის ფრაგმენტი „როსია 24“-ის ეთერში გადაიცა.

სკვორცოვას განცხადებით, პირველ პრეპარატს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მისი თქმით, ფაქტიურად, ეს არის კორონავირუსის ანტიდოტი, რომელიც უშუალოდ sars-cov-2-ზე მოქმედებს, უსაფრთხოა და 99%-იანი შედეგი აქვს. მისივე თქმით, თუ პრეპარატმა მეორე, კლინიკური ცდებიც წარმატებით გაიარა, ეს იქნება მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატი.

სკვოროცოვას განცხადებით, მეორე პრეპარატი განკუთვნილია ციტოკინური რეაქციის ჩასახშობად. ეს მოვლენა, რომელიც ციტოკინური შტორმის სახელითაა ცნობილი, ძალიან სახიფათოა, რადგან კოვიდ19-ით დაავადებულ ორგანიზმში იმუნური უჯრედები თავს ესხმიან არა ვირუსს, არამედ ჯანმრთელ უკრედებს, რამაც შეიძლება, სიკვდილი გამოიწვიოს. სკვორცოვა ამბობს, რომ აღნიშნულმა პრეპარატმა უკვე წარმატებით გაიარა კლინიკური ცდები და ახლა იმყოფება რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: