საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის რომელსაც ის წარმოადგენს,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას.
„ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა.
ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას“წერს გიორგი გახარია.
Facebook Comments