უცხოური მედია

ფრანსუა პინო ბიძინა ივანიშვილს: ეს პრესტიჟული წოდება აგვირგვინებს თქვენს სამაგალითო კარიერას, დემოკრატიისადმი თქვენი სამოქალაქო ერთგულების ხარისხს და საფრანგეთისადმი სიყვარულს

Nusagi

ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

„დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭების ამბავი. გულწრფელად მოხარული ვარ და გულითად მოლოცვას გიგზავნით. ეს პრესტიჟული წოდება აგვირგვინებს თქვენს სამაგალითო კარიერას, დემოკრატიისადმი თქვენი სამოქალაქო ერთგულების ხარისხს და, რა თქმა უნდა, საფრანგეთისადმი სიყვარულს“, – ნათქვამია ფრანსუა პინოს მისალოც წერილში.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,722 ნახვა
%d bloggers like this: