საზოგადოება

შობის ღამეს თბილისში ყინვაა მოსალოდნელი

Nusagi

6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +9, მთაში -5, 0, მაღალმთაში -10, -5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6, -1, მთაში -10, -5, მაღალმთაში -13, -8 გრადუსი იქნება.

თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,851 ნახვა
%d bloggers like this: