საზოგადოება

18 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

Nusagi

18 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის დედა დახმარებას სთხოვს საზოგადოებას. გახმაურებული შემთხვევის შედეგად დაშავებული ბიჭის დედა, ნინო ჩეკურიშვილი ამბობს, რომ ერეკლეს გადარჩენა შესაძლებელია, თუ ოჯახი 70 000 ევროს იშოვის.

„სასწარფოდ! მოგმართავთ გამწარებული დედა.

ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ როდესმე ასეთ მძიმე პოსტის დადება მომიწევდა ჩემს მხიარულ და სიცოცხლით სავსე ბიჭზე, რომელიც შვიდი თვეა სიცოცხლისათვის იბრძვის , 9 აგვისტოს საშინელ ღამეს თავში მძიმრდ დამიჭრეს დაკარგული ჯვრის ამისატანად ჩასული შვილი, რომ არა ექიმების ძალიან დიდი ძალისხმევა, ერეკლეს გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა.

გადატანილი ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ უკვე შვიდი, ტკივილით და ცრემლებით სავსე თვე გავიდა და დღემდე ჩემი ერეკლე უგონო მდგომარეობაშია. თავის ტვინში დარჩენილი აქვს 4 საფანტი. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა.

გამოვიცვალეთ მესამე სავადმყოფო, მაგრამ უშედეგოდ, გადაგზავნილი სამედიცინო ისტორიის მიხედვით მხოლოდ გერმანიის კლინიკამ განაცხადა თანხმობა ერეკლეს მიღებაზე. მკურნალობა 70 ათასი ევრო ჯდება, გთხოვთ დამეხმაროთ, რადგან ამოწურული გვაქვს ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა, მხოლოდ თქვენი გულისხმირების და სიკეთის შედეგად ერეკლე გადარჩება დაუბრუნდება თავის საყვარელ სკოლას, მეგობრებს, სადაც სექტემბერში მისვლა ვეღარ შეძლო, ერეკლე წარჩინებული მოსწავლეა, გასულ წელს წინასწარ ექსტერნად ჩააბარა 20 გამოცდა და დღეს უკვე მე -12 კლასს უნდა ამთავრებდეს, რაც ოცნებად დაგვჩა. თქვენ მიერ განხორციელებული თვითოეული ზარი და ნებისმიერი ჩარიცხული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილის გადასარჩენად!,-წერს ნინო ჩეკურიშვილი.

საქველმოქმედო ზარის ნომერი : საქველმოქმედო ნომერია 0 901 701 533 გთხოვთ, 1 ლარი ყველამ ვაჩუქოთ…

შეგიძლიათ ისარგებლოთ საზღვარგარეთ მყოფებმა paypal-ით paypal.me/IMotskobili

ანგარიშის ნომრები:

TBC ბანკი – GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

საქართველოს ბანკი – GE73BG0000000190588200 მიმღები ნინო ჩეკურიშვილი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: