პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც სააკაშვილისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც ძალაუფლება დათმო

Nusagi

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, მათთვის ვინც მას იცნობს ეს ცხადი იყო, უბრალოდ საქართველოში მოვლენები ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდოდა, მან როგორც იცით ძალაუფლება არაკონსტიტუციური გზებით მოიპოვა და სავარაუდოდ, ასევე არაკონსტიტუციური გზებით მოუწევდა წასვლა ადრე, თუ გვიან. ეს როგორც მისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც დათმო ძალაუფლება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას.

„ჩვენ არაოფიციალურად ვიცოდით, რომ აშშ-ის როლი საქართველოში, დემოკრატიული ტრანზიციის საკითხში იყო ძალიან დიდი და ისინი დაინტერესებულები იყვნენ იმით, რომ საქართველო დემოკრატიულ ქვეყანად ქცეულიყო 2012 წელს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და სააკაშვილს მუდმივად ესაუბრებოდნენ ამის თაობაზე. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, მათთვის ვინც მას იცნობს ეს ცხადი იყო, უბრალოდ საქართველოში მოვლენები ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდოდა, მან როგორც იცით ძალაუფლება არაკონსტიტუციური გზებით მოიპოვა და სავარაუდოდ, ასევე არაკონსტიტუციური გზებით მოუწევდა წასვლა ადრე, თუ გვიან. ეს როგორც მისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც დათმო ძალაუფლება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,979 ნახვა
%d bloggers like this: