უცხოური მედია

ნენსი პელოსი ევაკუირებულია, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

Nusagi

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქუჩებში 10 000-მდე ტრამპის მომხრეა გამოსული. ვირჯინიის შტატი ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნას გეგმავს.

წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელი, ნენსი პელოსი შენობიდან ევაკუირებულია.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში პროტესტის მონაწილეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ  და სხდომათა დარბაზი დაიკავეს, სადაც ამომრჩეველთა ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. თვითმხილველების თქმით, შენობაში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შენობიდან გაიყვანეს, კონგრესმენებს კი, აირწინაღები დაურიგეს.

ტრამპის მომხრეები ითხოვენ, სადავო შტატებიდან ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების ხმები არ ჩაითვალოს. 

კაპიტოლიუმზე შეტევისას სროლის ხმაც იყო, გავრცელებული ინფორმაციით, არის ერთი დაშავებული. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,858 ნახვა
%d bloggers like this: