სპორტი

რაგბის კავშირის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

Nusagi

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, რეგისტრაცია შეუჩერეს. საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

როგორც საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ გამართულა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული და ეს ყველამ აღიარა. მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც ამის უკან დგას, ქართული რაგბის მტერია.

„არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარემ, ყრილობამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსმა – ყველამ აღიარა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზი და ამას ხვალიდან მივხედავთ, ჩემთვის სუსტია ის არგუმენტები, რაც მათ უწერიათ. ვნახავთ, ხურციძეა თუ ვინ დგას ამის უკან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ქართული რაგბის მტერია. შესარჩევი წელი გვაქვს საკვალიფიკაციო, ასევე რუსეთის თამაში გვიახლოვდება და ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ ეგუება დამარცხებას, შეეძლო ყრილობაზე გამოცხადებულიყო და დაეყენებინა ეს საკითხი“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,796 ნახვა
%d bloggers like this: