უცხოური მედია

ამსტერდამში შესაძლოა, ტურისტებზე მარიხუანას გაყიდვა აიკრძალოს

Nusagi

ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა, ქალაქის პოლიცია და პროკურატურა ინიციატივით გამოვიდნენ, რომ კოფეშოპებს აეკრძალოს ტურისტებისთვის მარიხუანას მიყიდვა. ამის შესახებ 8 იანვარს ტელეკომპანია NOS-მ გამოსცა.

თუ ინიციატივას ქალაქის საბჭო მიიღებს, მარიხუანას კოფეშოპებში მხოლოდ ადგილობრივები შეიძენენ. მერის თქმით, ინიციატივის რეალიზაციას დაახლოებით ერთ წელიწადი დასჭირდება. 

მერის ტურისტებზე გაყიდვის აკრძალვამ შესაძლოა, ქუჩებში არალეგალური გაყიდვის ბუმი შექმნას. მისი თქმით, აკრძალვა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. 

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჰელსემას ინფორმაციით, კოფეშოპების რაოდენობა ამსტერდამში 288-დან 166-მდე შემცირდა. მაგრამ მსუბუქ ნარკოტიკზე მოთხოვნა მაინც გაზრდილია. მერი ამას უცხოელ ტურისტებს უკავშირებს.

„ჩვენ ვხედავდით, რომ ამსტერდამში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩამოდიოდა სპეციალურად კოფეშოპებისთვის“,-განაცხადა მერმა და მოიყვანა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ თუ კოფეშოპები არ იქნება, ამსტერდამში არ იმოგზაურებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,401 ნახვა
%d bloggers like this: