უცხოური მედია

დღეიდან უკრაინაში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

Nusagi

დღეიდან უკრაინაში ამოქმედდა მკაცრი შეზღუდვები, რომელთა მიზანი კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელებაა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

24 იანვრამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიტანაზე იმუშავებენ, შეჩერებულია სავაჭრო და გასართობი ცენტრების, კულტურული და სპორტული ორგანიზაციების მუშაობა, გამონაკლისი არის დაშვებული ეროვნული ნაკრებების ვარჯიშებისთვის. აიკრძალა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და არააგრარული ბაზრების მუშაობა.

შეჩერებულია სასწავლო პროცესი, ფუნქციონირებას აგრძელებენ მხოლოდ საბავშვო ბაღები. შეზღუდვები ასევე არ შეეხო პირველადი მოხმარების საქონლით მოვაჭრე მაღაზიებს, აფთიაქებს, ზოომაღაზიებს, ბანკებსა და ბენზინგასამართ სადგურებს. საწარმოებს გაეცათ რეკომენდაცია, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

„ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს კომპრომისს კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელებასა და ცხოვრების ჩვეული წესის შენარჩუნებას შორის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,979 ნახვა
%d bloggers like this: