უცხოური მედია

ირანში დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცეს

Nusagi

ირანის სასამართლომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალი ედება ირანელი გენერლის, ქასემ სულეიმანის მკვლელობაში. ამის შესახებ ირანული სააგენტო NINA იუწყება,

ორდერს ხელი მოაწერა მოსამართლემ, რომელმაც სულეიმანის დაღუპვის გარემოებები შეისწავლა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკელ პრეზიდენტს ბრალს სდებენ განზრახ მკვლელობაში, რისთვისაც სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. როგორც AP აღნიშნავს, ორდერი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და ტრამპს სიკვდილით არავინ დასჯის. 

ქასემ სულეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტური დანაყოფის ხელმძღვანელი იყო. 2020 წლის დასაწყისში ის იმყოფებოდა ერაყში. 3 იანვარს აშშ-მ ავიადარტყმა განახორციელა ავტოკოლონაზე, რომლითაც სულეიმანი მგზავრობდა, შედეგად გენერალი დაიღუპა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,210 ნახვა
%d bloggers like this: