Uncategorized

მურმანსკში მთავრობამ ბავშვებს საახალწლოდ სანათები დაურიგა, რომელიც აფეთქდა

Nusagi

რუსეთში, მურმანსკის ოლქის ადგილობრივმა მთავრობამ ბავშვებს საახალწლოდ კემპინგის სანათები აჩუქა. მაგრამ მშობლების ნაწილმა განაცხადა, რომ სათამაშო დატენვის დროს აფეთქდა. ამის შესახებ Новая газета იუწყება.

სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გუბერნატორის სახელით გადასცეს. მან ონლაინ-ნაძვის ხეზე ათასობით ბავშვი მიიწვია- ფრიადოსნები, შშმ ბავშვები და „წითელ ზონაში“ მომუშავე მედიკოსების შვილები.

კემპინგის სანათების გარდა, ბავშვებს გადასცეს გლობუსები და მოგზაურობისთვის საჭირო აღჭურვილობა. მურმანსკის მცხოვრები ქალი აცხადებს, რომ ღამე სანათი დასატენად შეაერთა და ის მოულოდნელად აფეთქდა.

„მე და ჩემი მეუღლე გავიქეცით ოთახში, იქ ყველგან მცირე ზომის ნამსხვრევები იყო მოფენილი“,-განაცხადა მან.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მურმანსკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთი სანათი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. მათი თქმით, ნივთს ყველა საჭირო საბუთი ახლავს. მათივე ინფორმაციით, სულ დარიგდა 3900 ცალი, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმე აფეთქდა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,380 ნახვა
%d bloggers like this: