პოლიტიკა

ნაცებმა ან უნდა აღიარონ, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთის კაცია, ან რუსეთში დიდი მასშტაბის დემოკრატიაა

Nusagi

ნინო ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები უფრო მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა, ვიდრე წარმოედგინათ, – წერს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი  ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„მათ მოუწევთ, ცუდს და უარესს შორის გააკეთონ არჩევანი: ან უნდა აღიარონ, რომ მათი თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კაცია, ან უნდა აღიარონ, რომ რუსეთში იმ მასშტაბის დემოკრატიაა, ძერჟავასთან მებრძოლი ქართველი პატრიოტის ცოლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიშნავენ და რომ კლასიკოსის გამონათქვამი: „ШИРОК РУССКИЙ ЧЕЛОВЕК” პუტინზეც ვრცელდება, რადგან კლასიკური (ბალეტის არ იყოს) ლოგიკის მთავარი კანონის საფუძველზე მათ მიერვე სხვებისთვის სპეკულაციურად დადგენილ მორალური კოორდინატების სისტემაში „მესამე გამორიცხულია”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,804 ნახვა
%d bloggers like this: