სპორტი

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-15 ტურში ნიკა ნინუამ თავი საგოლე პასით გააკეთა

Nusagi

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-15 ტურში ნიკა ნინუამ თავი საგოლე პასით გააკეთა. „პაოკი“ სტუმრად „ატრომიტოსთან“ 2:3 დამარცხდა.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი კი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ზუსტად ოთხ წუთში მისი გადაცემით თანაგუნდელმა, თავური დარტყმით, გოლი გაიტანა. ნინუამ და მისმა თანაგუნდელებმა დარჩენილ 12 წუთში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ორი ბურთი გაუშვეს.

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა საბერძნეთის ჩემპიონატში ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და ახლა 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია. თხუთმეტი ტურის შემდეგ „პაოკი“ სატურნირო ცხრილში 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ოლიმპიაკოსს“ 10 ქულით ჩამორჩება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,748 ნახვა
%d bloggers like this: