ეკონომიკა

სამსახურდაკარგული მოქალაქეები, რომლებიც 2020 წლის დეკემბრიდან ხელფასს არ იღებენ, 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარს მიიღებენ

Nusagi

მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 2020 წლის დეკემბრიდან ხელფასს არ იღებენ, 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

„2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200-ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან“, – განაცხადა

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,906 ნახვა
%d bloggers like this: