ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა სერგეი შამბამ ცეცხლის ჩაქრობაში თბილისის დახმარებაზე უარი განაცხადა.
“სოხუმს არ სჭირდება დახმარების მიღება თბილისიდან, ტყეში არსებული ხანძრის ლოკალიზებისთვის,”- განაცხადა სერგეი შამბამ.
მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებას დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა საკუთარი ძალებით აპირებს.
ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ სოხუმს ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დახმარება შესთავაზა და გამოთქვა მზადყოფნა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მათ ვერტმფრენებითაც დაეხმაროს.
Facebook Comments