ბიზნესი

ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერეს

Nusagi

მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლის თებერვალ–მაისში გადაუვადეს. შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია და ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000–მდე კომპანიამ ისარგებლა.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.

„გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიში მდებარე სასტუმროებს გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი, 2020 წლის პირველ ივლისამდე. რატომ ეს ლოკაციები? იცით, რომ ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ მუშაობა, როცა დანარჩენ საქართველოში სასტუმროების მოქმედება არ არის შეზღუდული. დაახლოებით 100–ზე მეტი კომპანია იქნება ამ პროგრამის ბენეფიციარი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,193 ნახვა
%d bloggers like this: