რელიგია

შორენა თეთრუაშვილს სავარაუდოდ, კორონავირუსი აქვს

Nusagi

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს სავარაუდოდ, კორონავირუსი აქვს.

პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ თეთრუაშვილის ტესტის პასუხი საეჭვო დადებითია.

მისივე ინფორმაციით, ტესტის სრული პასუხი დღეს, 14:30 საათზე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თეთრუაშვილს სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც მას ტესტი ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

„მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც 8 იანვარს იქნება ცნობილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,733 ნახვა
%d bloggers like this: