მეცნიერება

ანტარქტიკის თავზე ოზონის ხვრელი დაიხურა

The frigid Antarctic region is an expanse of white ice and blue waters, as pictured in March, 2017, at the U.S. research facility McMurdo Station. NASA's Operation IceBridge has collected annual measurements of Antarctic ice to track changes and help predict sea level rise. (Chris Larsen/NASA via AP)
Nusagi

ანტარქტიკის თავზე დაიხურა ოზონის ხვრელი, რომელმაც 2020 წლის შემოდგომაზე, ყველაზე დიდ ზომას მიაღწია ბოლო წლებში. ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) ჟენევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კლერ ნიულისმა ბრიფინგზე განაცხადა. 

„ანტარქტიკის თავზე არსებული ეს ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღრმა იყო, შესაბამისად, ყველაზე მდგრადი. ის დაიხურა დეკემბრის ბოლოს, ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან“,-განაცხადა ნიულისმა.

მმო გაერო-ს სპეციალიზებული დაწესებულებაა, ის თავის ინფორმაციულ ბიულეტენში აღნიშნავს, რომ 2020 წელს ოზონის ხვრელი ძალიან სწრაფად იზრდებოდა აგვისტოს ბოლოდან და 20 სექტემბერს პიკს, 24,8 მლნ კვ/კმ-ს მიაღწია. მონიტორინგის დაწყებიდან ეს იყო ყველაზე დიდი და ღრმა ხვრელი ბოლო 40 წლის მანძილზე.

ოზონის ხვრელი, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 10-დან 40 კმ-ში, სტრატოსფეროშია, წარმოადგენს გაზის საფარს, რომელი პლანეტას მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,452 ნახვა
%d bloggers like this: