პოლიტიკა

გია ბარამიძე- სენატორ შაჰინს ქრონოლოგია აერია, გადააჭარბა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილმა როგორც დაინახა, რომ ქართველი ხალხის ნება იყო, ხელისუფლებაში მისი ოპონენტი მოსულიყო და ის გადასულიყო ოპოზიციაში, 5 წუთში გააკეთა ეს და უცხოელების რეკომენდაცია არ დასჭირვებია, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ 2012 წელს არჩევნების მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლება მშვიდობიანად გადაებარებინა.

ბარამიძის თქმით, შაჰინის განცხადება „გადაჭარბებულია“.

„ქრონოლოგია აერია. ისინი ნამდვილად შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. ჩვენი ოპოზიციიდან წასვლიდან მეორე დღეს, ანუ არჩევნების შედეგების გამოცხადების მეორე დღეს ჩვენ ქართველებს ხომ კარგად გვახსოვს, რომ რამდენიმე წუთი დასჭირდა პრეზიდენტ სააკაშვილს და არა მეორე დღე, არც არავის მისვლა არ დასჭირვებია, რომ ეღიარებინა ქართველი ხალხის ვერდიქტი“,- განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, სენატორი შაჰინი სააკაშვილს არჩევნების მეორე დღეს შეხვდა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ოპოზიციაში წასვლის შესახებ უკვე გამოცხადებული ჰქონდა.

„ერთი საათიც კი არ დასჭირვებია პრეზიდენტ სააკაშვილს იმისთვის, რომ ეგზიტპოლის შემდეგ ეღიარებინა ქართველი ხალხის ვერდიქტი. იმ ერთი საათის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილთან უცხოელებიდან არავინ შესულა. სააკაშვილმა ეს გააკეთა დამოუკიდებლად. მეორე დღეს ნამდვილად შეხვდნენ სენატორები და იქ იყო საუბარი, რა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა. უბრალოდ, სენატორი შაჰინი შეეცადა ეს მისთვის სახარბიელოდ შეელამაზებინა, რომ როგორი დიდი გავლენა აქვს მას სხვა ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე. გადააჭარბა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის „დემოკრატმა” სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.

„მსურს გავიხსენო ჩემი ვიზიტი საქართველოში, არა შტატში, არამედ ქვეყანაში. 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო და მისმა პარტიამ არჩევნები წააგო. მე იქ ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ვიმყოფებოდი და სენატის სახელით არჩევნებს ვაკვირდებოდი. ჩვენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილეთ. მაშინ იქ დიდი მღელვარება იყო სააკაშვილის მხარდამჭერებში და არჩევნების შემდეგ ჩვენ სააკაშვილთან შესახვედრად საპრეზიდენტო სასახლეში გავემართეთ, რომ ის ძალაუფლების დათმობის აუცილებლობაში დაგვერწმუნებინა, რადგან ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ის გადადგა და მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ არჩევნების შედეგები მიეღოთ,“ – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,804 ნახვა
%d bloggers like this: