პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ევროპული საქართველო” ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს

Nusagi

„ევროპულმა საქართველომ” ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ვერც ფანჩატურის საძმოს და საკუთარი უმარშრუტობის შესანიღბად ცდილობენ ახალი თემის შემოტანას საინფორმაციო სივრცეში“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ „ახლა პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია”.

გიორგი ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„ევროპულის” მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უმთავრესად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით იმოქმედებენ”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი პარტია შეემატა. პატრიოტთა ალიანსის სახელით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა დღეს ყრილობა გამართეს და პარტია ოფიციალურად დააფუძნეს. „ევროპელი სოციალისტები“ საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდთან ოპონირებისთვის მზადებას იწყებენ და 4-წლიან სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების” სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,155 ნახვა
%d bloggers like this: