საზოგადოება

ვისაც კომუნალურებზე შეღავათი არ გსურთ, უარი 12 იანვრამდე უნდა განაცხადოთ

Nusagi

მოქალაქეებმა, ვისაც კომუნალური უსუბსიდირდებათ, თუმცა შეღავათით სარგებლობა არ სურთ, უარი 11 იანვრის ჩათვლით უნდა განაცხადონ. ამის შესახებ ინფორმაცია სემეკის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. 

გეკუთვნით თუ არა ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ აირზე სუბსიდირება, ამის გასარკვევად უნდა შეავსოთ შესაბამისი ფორმა, რომელიც სემეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამავე გვერდზე შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ უარს აცხადებთ შეღავათით სარგებლობაზე.

ინფორმაციისთვის, შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,043 ნახვა
%d bloggers like this: