მეცნიერება

თეა ბერულავა- რა სცენარით შეიძლება გაგრძელდეს დედამიწელების ცხოვრება – ვაქცინაციის ან ვირუსის მიშვების პირობებში

Nusagi

გერმანიის ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა ცენტრის (DZNE) და ბიოტექნოლოგიური კომპანია Evotec-ის თანამშრომელი, ბიოლოგი თეა ბერულავ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც განიხილავს ორ სცენარს- როგორ შეიძლება გაგრძელდეს დედამიწელების ცხოვრება ვაქცინაციის, ან ვირუსის მიშვების (მკაცრი რეგულაციების ფარგლებში) პირობებში.  

„თუ ჯანმოს არ აღიარებთ, FDA-ს და EMA-ს არ ენდობით, კორონაპანდემიის არსებობის არ გჯერათ და მიგაჩნიათ, რომ cov-2 ვირუსი ჩვეულებრივი გრიპია და ა.შ., ნუღარ დაიღლით თავს და აღარ გააგრძელოთ კითხვა, განაგრძეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს. 

რა მინდოდა მეთქვა:

ვიფიქრე, ჩამოყვვები პირველი-მეორე-მესამე ფაზის კვლევებს, მანამდე ტოქსიკოლოგიურ და ცხოველებზე/პრიმატებზე ჩატარებულს, ავხნი მოკლედ, რატომაა უსაფრთხო დღეს არსებული ვაქცინები, რა არის მათი გვერდითი მოვლენა, რამდენ პროცენტში ვრცელდება და რამდენი დღე გრძელდება მეთქი…

დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ გადავიფიქრე ორი მიზეზის გამო:

1. ძალიან სპეციფიური ცოდნაა, ძნელი ასახსნელია მარტივად გასაგები სიტყვებით. მით უმეტეს, მოკლედ არ გამომდიოდა. (მივუბრუნდები ალბათ კიდევ).

2. თან ეს ყველაფერი უკვე გაიარა FDA-მ, EMA-მ, უკვე ჯანმო-მაც და მისცა ამ ვაქცინებს ემერჯენსი დასტური შემდეგი დასკვნით – ვაქცინაციის ცნობილი და პოტენციური სარგებელი გადასწონის ცნობილ და პოტენციურ რისკებს. გაიხსენეთ პირველი აბზაცი და აუცილებელი მოცემულობა, ჩვენ ვენდობით ჯანმოს, FDA და EMA-ს

რა სცენარით შეიძლება გაგრძელდეს დედამიწელების ცხოვრება – ვაქცინაცია ან მიშვება ვირუსის, მეტ-ნაკლებად მკაცრი რეგულაციებით.

რა ხდება ვაქცინაციის დროს – დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გამოვიმუშავებთ იმუნიტეტს ვირუსის წინააღმდეგ. შედეგად შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას და არ მივცემთ შანსს ევოლუცია განიცადოს და ახალი და ახალი შტამებით დაგვიბრუნდეს. დადასტურებული 1 893 360 ვაქცინირებულიდან 21 ადამიანს განუვითარდა მწვავე ალერგიული რეაქცია, ანუ მილიონ ადამიანში დაახლოებით 11 ადამიანს (FDA მონაცემები). ყველა შემთხვევა დაემორჩილა მკურნალობას და ალაგდა რამდენიმე დღეში.

რა ხდება ვირუსის მიშვების შემთხვევაში – მეტ-ნაკლებად ყველა გადავიტანთ, რეგულაციებით თუ მივაღწევთ სამედიცინო სექტორის არ გადატვირთვას, მხოლოდ ისინი მოკვდებიან, ვინც მაინც ვერ გადარჩებოდა. ვირუსს ექნება დიდი ასპარეზი, განიცადოს ევოლუცია და სპონტანური მუტაციებიდან გადაირჩეს ისეთ(ებ)ი რომელიც უკვე არსებულ იმუნიტეტს (ერთხელ გადატანის შედეგად ჩამოყალიბებულს) თავს დააღწევს.

88 821 567 დადასტურებული ინფიცირებულიდან 1 912 311 გარდაიცვალა, ანუ მილიონზე 21 529 ადამიანი. არაფერს ვამბობ ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომებზე, და ასეთი პაციენტების რაოდენობაზე და სიმძიმეზე – არავის სცხელა ჯერ მათ დასათვლელად და ზუსტად დასახასიათებლად. აქ კლინიკოსებს ვაძლევ ასპარეზს, თუმცა რად უნდათ ჩემი მიცემა.

სხვა სცენარი არ არსებობს. პანდემია არ ჩერდება, საყოველთაო ლოქდაუნისას არც ეკონომიკა გვექნება, და მერე აღარც ჯანდაცვა და საერთოდ არაფერი. ვერც იმის მოლოდინი გვექნება, რომ ისეთი მუტაცია მოხდეს კორონავირუსში, რომ “მოკლას” ვირუსი – რამდენ შტამში უნდა მოხდეს მსგავსი მუტაცია ერთდროულად?

აი ამაზე დადის მთელი ეს პრო- და ანტივაქსერული მოწოდებები, სხვა კი არაფერი.  ჰოდა დასკვნები თავად გამოიტანეთ, რა უნდა ვქნათ და როგორ,-წერს თეა ბერულავა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,763 ნახვა
%d bloggers like this: