ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენთან კორონავირუსით ინიფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა

Nusagi

ჩვენთან კორონავირუსით ინიფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე.

„თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა. როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, რომ როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. შეზღუდვები მოიხსნება, არ ვიცი, როდის, მაგრამ რეგულაციები უნდა დარჩეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,057 ნახვა
%d bloggers like this: