უცხოური მედია

ინდონეზიაში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი

Nusagi

ინდონეზიური ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩამოვარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის სავარაუდო ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამხედრო-საზღვაო ძალები მუშაობენ.

ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო. მინისტრის ინფორმაციით, „ბოინგი 737“ აეროპორტიდან 20 კილომეტრში, კუნძულ ლაკის მახლობლად ჩამოვარდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.

ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,286 ნახვა
%d bloggers like this: