პოსტები სოციალური ქსელიდან

კორონავირუსზე საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია

Nusagi

კორონავირუსძე საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.

გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

სავარაუდოდ, კორონავირუსზე ტესტირება ყველა იმ პირს ჩაუტარდა, რომელიც 4 იანვარს, უწმინდესის 88-ე იუბილეზე იმყოფებოდა. მანამდე შემოწმებისას პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი თვითიზოლაციაში იმყოფება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,111 ნახვა
%d bloggers like this: