უცხოური მედია

ტომას ჰომანი – ნუ ადანაშაულებთ კაპიტოლიუმის გმირ პოლიციელებს, ისინი ხელმძღვანელებმა მარტო დატოვეს

Nusagi

პოლიციის ყოფილი ოფიცერი და 2017-2018 წლებში საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ამჟამად კი, fox news-ის კორესპონდენტი ტომას ჰომანი კაპიტოლიუმის მცველი პოლიციელის დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გმირმა სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ტომას ჰომანის თქმით, მიუღებელია, როდესაც პოლიციელებს იმისთვის აკრიტიკებენ, რომ ვერ აღკვეთეს მომიტინგეების კაპიტოლიუმში შეჭრა. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეები გაცილებით მეტნი იყვნენ, თუმცა სამართალდამცველები საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ, ზემდგომებმა კი, ისინი გამძვინვარებულ ადამიანებს შეატოვეს. 

„კაპიტოლიუმზე შეტევის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გმირი პოლიციის ოფიცერი. კონგრესმა უნდა გადახედოს ამ თავდასხმის გარემოებებს, კანონის დამრღვევებმა კი, პასუხი უნდა აგონ. ეს იყო აღმაშფოთებელი თავდასხმა, რომელიც არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. ამბოხებულები, რომლებიც ამბსურდულად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან, თავს დაესხნენ ნამდვილ პატრიოტებს- კაპიტოლიუმის მცველ პოლიციელებს. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსულ აქტზე. ასევე უნდა აგოს პასუხი სამართალდამცველების ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ევალებოდათ კაპიტოლიუმის დაცვა. 

კონგრესის წევრების სამართლიანი აღშფოთების შემდეგ თანამდებობა დატოვეს კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა. მიზეზი- ისინი მოუმზადებელი შეხვდნენ კაპიტოლიუმის შტურმს. ეს უნდა იყოს მაგალითი მათთვის, ვინც შემდგომში მათ პოსტებს დაიკავებს. 

სამწუხაროდ, კაპიტოლიუმის მცველმა ოფიცერმა, რომელსაც 12-წლიანი სტაჟი ჰქონდა, ყველაზე ძვირი ფასი გადაიხადა. თავისი სიცოცხლე შესწირა. გარდაცვალებაზე საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრება, თუმცა აუცილებელია ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება“,-აცხადებს ტომას ჰომანი.

როგორც  ჰომანი ამბობს, კაპიტოლიუმის პოლიცია ისევე, როგორც მთელი ქვეყნის პოლიციის განყოფილებები, დაუკომპლექტებელია. კადრების შევსება ძალიან რთულია. პოლიციელები ძალიან დიდხანს ატარებენ სამუშაოზე, მათი შრომა კი, დაუფასებელია. 

„მათ დაუმსახურებლად აბრალებენ რასისტობას, ბრალს სდებენ სხვადასხვა ქმედებებში მაშინ, როდესაც დამნაშავე სრულიად სხვაა. და რა თქმა უნდა, მათი სამუშაო სახიფათოა, რადგან პერიოდულად უხდებათ შეიარაღებულ დამნაშავეებთან დაპირისპირება. მათ ზუსტად არასდროს იციან, რა შეემთხვევათ და დაბრუნდებიან თუ არა სახლში ცვლის დასრულების შემდეგ. 

პოლიციის ხელმძღვანელობამ აშკარად ვერ შეაფასა საფრთხე, რომელიც კაპიტოლიუმთან დემონსტრაციას მოჰყვა. მიზეზი ის იყო, რომ ტრამპის მხარდამჭერებისგან, როგორც წესი, ძალადობას არავინ ელოდა, რასაც ვერ ვიტყვით განსხვავებით უკიდურესად მემარცხენე, საშიშ ტერორისტული ორგანიზაცია „ანტიფას“ წევრებზე“,-აცხადებს ტომას ჰომანი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,796 ნახვა
%d bloggers like this: