ამერიკას რომ ჩვენნაირი ტელევიზიები ჰქონდეთ, ვიხილავდით “ღია სტუდიებს” კაპიტოლიუმის წინ, აქციის მონაწილეთა მონაწილეობით,-წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძი სოციალურ ქსელში.
სალუქვაძე კაპიტოლიუმის წინ, აქციის ფოტოს აქვეყნებს, რომლის ფონზეც დიანა ტრაპაიძეს და ეკა მიშველაძეს „ღია ეთერი“ მიყავთ.
„უნდა ვასწავლოთ მუშაობა ამერიკულ ტელევიზიებს, აზრზე არ არიან. ხომ წარმოგიდგენიათ შენობაში შეჭრის დროს რა იქნებოდა. ის ტიპიც, ნენსი პილოსის კაბინეტში ფეხები რომ შემოაწყო, იქვე პრესკონფერენციას მოაწყობდა…მოკლედ, არ იციან მუშაობა…“,-წერს ამირან სალუქვაძე.
Facebook Comments