უცხოური მედია

ამერიკელმა გოგომ ნათესავები „ჩაუშვა“, რომლებიც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდნენ

Nusagi

ამერიკელმა გოგომ, ელენა დიუკმა სოციალურ ქსელში დედის, დეიდის და ბიძის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი კაპიტოლიუმის შტურმში იღებდნენ მონაწილეობას. 

გოგონა მოძრაობა BLM-ის მხარდამჭერია და როგორც ამბობს, ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახის წევრებთან. 

ფოტოები დიუკმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის მონაწილეებს დააპატიმრებენ. 

„ჩემთვის სულ ერთია. იცნობდეთ: დედა- ტერეზა დიუკი, დეიდა- ენი ლორენსი, ბიძა- რიჩარდ ლორენსი“,-წერს ელენა დიუკი.  

ახლა მისი ოჯახის წევრებს  კანონთან პრობლემები აქვთ.

სოციალურ ქსელში გოგონამ თანამოაზრეებისგან თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, აღფრთოვანება და შექება დაიმსახურა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,751 ნახვა
%d bloggers like this: