უცხოური მედია

აშშ-ს სასამართლომ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები დააპატიმრა

Nusagi

აშშ-ში სასამართლომ დააკავა კაპიტოლიუმის შტურმის 3 მონაწილე. ამის შესახებ ინფორმაცია კოლუმბიის ოლქის პროკურორის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯეიკობ ენტონი ჩენსლის, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Q Shaman ბრალი ედება დახურულ ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნასა და კაპიტოლიუმის შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის კაპიტოლიუმში ბეწვის ქუდით შევიდა, რომელსაც რქები ჰქონდა. სახეზე საღებავი ესვა და ხელში შუბი ეჭირა აშშ-ს დროშით. 

ასეთივე ბრალი წაუყენეს დელეგატთა პალატის წევრს ვირჯინიიდან დერიკ ევანსს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ლაივ რეჟიმში ახდენდა შტურმის ტრანსლაციას. ვიდეოში ისმოდა მისი ხმა „ჩვენ შიგნით ვართ, შიგნით“.

ფლორიდის მცხოვრებ ადამ ჯონსონს გარდა უნებართვოდ ყოფნისა, სახელმწიფო ქონების ქურდობაშიც ედება ბრალი. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,881 ნახვა
%d bloggers like this: