ჯანდაცვა

კვლევა: კოვიდპაციენტების უმეტესობას, 6 თვის შემდეგაც კი, სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც აქვს

Nusagi

იმ ადამიანთა სამ მეოთხედზე მეტს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ნახევარი წლის შემდეგაც კი, ვირუსის, სულ მცირე, ერთი სიმპტომი მაინც აქვს, – ამის შესახებ Aljazeera ჩინელი მეცნიერების ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში ჩართული იყო ჩინეთის ქალაქ უხანში მცხოვრები და ვირუსგადატანილი 1 733 ადამიანი.

მეცნიერების დასკვნით, დაღლილობა და სისუსტე ყველაზე გავრცელებული გახანგრძლივებული სიმპტომებია. ასევე, კვლევაში აღნიშნულია ძილის გართულებაც. გამოკვლეულთა 63% აცხადებს, რომ დაღლილობა და კუნთების სისუსტე 6 თვის შემდეგაც აწუხებს. 26%-მა კი თქვა, რომ ძილის პრობლემა აქვს.

მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ, მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ვირუსი რთულად გადაიტანეს.

კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა ის, რომ 6 თვის შემდეგ ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, პაციენტებში ანტისხეულების დონე 52.5%-ითაა შემცირებული.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,938 ნახვა
%d bloggers like this: