უცხოური მედია

მაიკ პომპეო – ფატუ ბენსუდა ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში

Nusagi

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას პომპეო „ტვიტერში“ ავრცელებს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლის მავნებლური დევნით“, – წერს სახელმწიფო მდივანი.

გასული წლის სექტემბერში აშშ-მა ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა, რისი მიზეზიც პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,827 ნახვა
%d bloggers like this: