უცხოური მედია

ნიკი ჰეილი: ტვიტერზე ტრამპის დაბლოკვა იგივეა, რაც ჩინეთში ხდება

Nusagi

გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი „ტვიტერის“ მიერ დონალდ ტრამპის პროფილის დაბლოკვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი რამ კომუნისტურ ჩინეთში ხდება.

„ადამიანების გაჩუმება, რომ არაფერი ვთქვათ, თავად აშშ-ს პრეზიდენტის გაჩუმებაზე- ეს არის ის, რაც ხდება ჩინეთში და არა ჩვენს ქვეყანაში“,-დაწერა მან ტვიტერზე და დაამატა ჰეშტეგი #Unbelievable (დაუჯერებელია).

ჰეილი ტრამპის ადმინისტრაციაში 2017 – 2018 წლებში მუშაობდა. აღნიშნული პოსტი მან ტვიტერის განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში, რომელსაც ის იყენებდა სხვადასხვა განცხადებების გასაკეთებლად, სამუდამოდ დაბლოკილია. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,813 ნახვა
%d bloggers like this: