სპორტი

ტოჩინოშინმა 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო

Nusagi

ტოკიოში დაწყებულ წლის პირველი სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა ლევან გორგაძემ. გახსნის დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მისი ვიზავი, ასევე მე-4 მაეგაშირა ტამავაში იყო.

ქართველმა შეჯახება მძლავრი „კაჩიაგეთი“ (იდაყვით) დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ტავარას კიდესთან მიმწყვდეულმა მონღოლმა სიტუაციის გამოსწორება სცადა და გაიბრძოლა, მაგრამ ტოჩინოშინმა სწრაფადვე აუღო ალღო მეტოქის მოქმედებას, მის მავაშის მისწვდა, იორიკირის ილეთით მოახერხა ტამავაშის დოჰიოს მიღმა გაყვანა და კარგად ნაცნობ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში უკვე 20:9-ს უგებს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: