მედიცინა

ყველაზე რეალური ჩანს astra zeneca-სა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა

Nusagi

ყველაზე რეალური ჩანს astrazeneca-სა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„პრაქტიკულად ყველა ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს ქვეყანა. მათ შორის, „ფაიზერი“, „მოდერნა“, ოქსფორდისა და ჩინური ვაქცინები და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა და მოლაპარაკებები, მაგრამ ყველაზე რეალური ჩანს ამ ორი ვაქცინის შემოტანა. ესენია: „ასტრაზენეკას“ წარმოების და მეორე ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა. მთავარი მომენტი ის არის, რომ იყოს მაღალი ხარისხის ვაქცინა და შემოვიდეს ადრე. იმიტომ, რომ ოფიციალური არხებით, კოვაქსპლატფორმის რიგი გვიან მოუწევს საქართველოს და ამდენი ხანი არ გვინდა დაცდა. პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ მწარმოებელ ქვეყნებთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ამ პროცესში ძალიან ეხმარებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი.

„ასევე, ჩართულნი არიან იმ ქვეყნების ელჩები, რომელი ქვეყნებიც არიან მწარმოებლები. ყველაზე მეტი ალბათობა არის ამ ორი ვაქცინის შემოტანის, „ასტრაზენეკა“ და ჩინური ვაქცინა. ორივე ძალიან კარგია. მათ, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან შედარებით, აქვთ ის სერიოზული უპირატესობა, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინის. მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით 95 პროცენტამდე, როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“. თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,934 ნახვა
%d bloggers like this: