„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.
აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება. „ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს.
კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა და ორივე შემთხვევაში, დეპუტატებმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
Facebook Comments