პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ესაა სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი – არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა

Nusagi

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად შეაფასებს. დემოკრატიული პროცესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

„ესაა სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი – იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა. ესაა ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არაჯანსაღი ამბიცია ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,877 ნახვა
%d bloggers like this: